ორბელიანის მოედანი დღეს ოფიციალურად გაიხსნება. თბილისის მერის განცხადებით, ჩატარდა მიმდებარე შენობების აღდგენითი სამუშაოები და განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო 180 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი.
ორბელიანზე მიმდინარე ბოლო სამუშაოები თბილისის მერთან ერთად, გვიან ღამით პარლამენტის თავმჯდომარეც გაეცნო. დღის განმავლობაში განახლებული ორბელიანის მოედანზე დაგეგმილია სხვადსხვა სახის ღონისძიებები, საღამოს კი კონცერტი მოეწყობა.
„სრული რეაბილიტაცია განხორციელდა ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ქუჩების. თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. პირველ ეტაპზე ეს სამუშაოები იქნა წარმოებული და შემდეგ უკვე შენობა-ნაგებობების აღდგენა, რეაბილიტაცია. თუმცა ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ეს არ არის ერთადერთი პროექტი, ჩვენ ძალიან ბევრ პროექტებს ვახორციელებთ და კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ მუშაობა,“-განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.