17 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
8 მილიონიანი ხელშეკრულება დაირღვა - ენმ-ს ინფორმაციით, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გამწვანება-მოწყობითი სამუშაოები ამ დრომდე არ განახლებულა

ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გამწვანებითი და მოწყობითი სამუშაოები ამ დრომდე არ განახლებულა - ამ განცხადებას, თბილისის საკრებულოს, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები აკეთებენ. საკრებულოს დეპუტატ, ლევან ხაბეიშვილის თქმით, თბილისის მერიასა და კომპანია ”გრინ სერვისს” შორის 17 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე სამუშაოები კომპანიას არაუგვიანეს ხუთ დღეში უნდა დაეწყო, თუმცა პროცესი დღემდე არ განახლებულა. ხაბეიშვილი ამბობს, რომ 8 მილიონიანი ხელშეკრულების პირობა დაირღვა.

„ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ ის კომპანია, რომელთანაც ახალი ხელშეკრულება გააფორმეს, ახლა უკვე 8 მილიონ ლარამდე, თურმე 22 მაისს უნდა დაეწყო სამუშაოები, მაგრამ დღეს ორი ივნისია და არაფერი დაწყებული არ არის. ანუ როდესაც კახი ამბობს , რომ ის კომპანია ცუდად იქცეოდა და გავაგდეო, ამ ექვს თვეში ვერ მოვასწარით გაკეთება და ახლა უკვე გავაკეთებთო, ახალ კომპანიას ეს 8 მილიონი ლარი რომ მისცეს, ესეც ვერ აკეთებს, ვალდებულებებს ესეც ვერ ასრულებს,“- აცხადებს ხაბეიშვილი.

თბილისის მერი კი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც არანაირი პრობლემა არ იქნება. შეიძლება ხაბეიშვილს უნდოდეს, რომ ეს პროექტი ჩავარდეს და არ განხორციელდეს, მაგრამ აქ ეს არ გამოუვათ. სამუშაოებს ატარებს და ძალიან მალე იქნება დამთავრებული ყველანაირი სამუშაოები,“-ამბობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

დღის ამბები