17 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები - ჟვანიას მოედანთან არსებულ მდგომარეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაეცნო

ჩანგრეული ქუჩა და დატბორილი ავტომობილები - ჟვანიას მოედანთან, სადაც ცენტრალური წყლის მილის დაზიანების გამო საავტომობილო გზის საფარი ჩაინგრა, თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე იმყოფება.

გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო ქუჩაზე არსებულ მდგომარეობას. მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა სარდაფებიდან.

„ყველა სამსახური მობილიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ამოტუმბვა წყლის სარდაფებიდან, აგრეთვე სუფთავდება მიმდებარე ქუჩები შლამისგან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უმოკლეს ვადაში ეს პრობლემა აღმოიფხვრას,“ - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

მაგისტრალური მილის გახეთქვის შედეგად ქუჩაზე მდებარე სახლების პირველი სართულები, მაღაზიები და ავტომობილები დაზიანდა. წყალმა შეაღწია შენობების პირველ სართულებზე. 

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სპეცტექნიკა.

დღის ამბები