17 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
აქცია ქობულეთში - ჩოლოქის დასახლებაში მცხოვრებლები ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ

აქცია ქობულეთში - ჩოლოქის დასახლებაში მცხოვრებლები ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ. ადგილობრივების განცხადებით, არ არის გაზიფიცირება, ტრანსპორტი, მოუწესრიგებელია შიდა გზები და დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემა, რის გამოც მდინარე ჩოლოქი ბინძურდება.

ადგილობრივები ხელისუფლებას გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ამბობენ რომ მათ ისინი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება შემდეგ კი ივიწყებენ. ა

ქციის მონაწილეებს დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

ქობულეთის მერიაში ჩოლოქის დასახლების მცხოვრებთა პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

დღის ამბები