17 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, ფრაქციას მე დავტოვებ თუ ის - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნანა კოსტავას წინააღმდეგ

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატ ნანა კოსტავას წინააღმდეგ - ნიკოლოზ ლატარიას თქმით, თუ კოსტავა ფრაქციას არ დატოვებს, იგი თავად წავა ამ ფრაქციიდან. ეს გადაწყვეტილება ლატარიამ მას შემდეგ მიიღო, რაც დღეს ცნობილი გახდა, რომ ნანა კოსტავამ დეპუტატის მანდატის დატოვება გადაიფიქრა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარია აცხადებს, რომ ნანა კოსტავასთან ერთად მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს. მისი თქმით, ფრაქციის წევრები შეიკრიბებიან და ერთად გადაწყვეტენ, რომელი მათგანი დატოვებს ფრაქციის რიგებს. 

„ჩვენ საკრებულოს არ გვაქვს არანაირი ბერკეტი, რომ ვაიძულოთ დეპუტატი დატოვოს საკრებულო. გარდა ამისა, მან დატოვა საკრებულოში თანამდებობა, ის არანაირ თანამდებობას დღეს არ იკავებს საკრებულოში. მე ვიმეორებ, რომ მე არ ვაპირებ მასთან ერთად ნამდვილად არ ვაპირებ მუშაობას საკრებულოში. ჩვენ ფრაქციაში ერთად ვიყავით, ვართ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ იმ ფრაქციაში აღარ გავაგრძელებ მასთან ერთად მუშაობას. ფრაქცია შევიკრიბებით და ერთად გადავწყვეტთ, ფრაქციას მე დავტოვებ თუ ის დატოვებს“ - განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდის დეპუტატმა დეპუტატის მანდატის დატოვება გადაიფიქრა. ნანა კოსტავა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა ცნობილია, რომ ის საკრებულოდან წასვლაზე უარს ამბობს. 

ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სხვა და სხვა დროს არაეთიკური განცხადებები გააკეთა ჟურნალისტ სალომე ბარკერსა და მაია ასათიანზე. ასევე, ზუგდიდში მერის არჩევნების დღეს ერთ-ერთი უბნიდან დეპუტატ თინა ბოკუჩავას ძალით გამოყვანისთვის მან პოლიციელები შეაქო.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები