ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის მიმდებარედ, ტყეში გაუჩინარებულ 23 წლის მამაკაცის ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ჯგუფი ჩაერთო. ურთულესი რელიეფის გამო, საძიებო პროცესებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.
ახალგაზრდა მამაკაცი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 22 მაისს გავიდა და ტყის მასივისკენ გაემართა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.