ქუთაისში რუსთაველის გამზირზე, შენობის მეორე სართულიდან მუშა გადმოვარდა. 60 წლამდე მამაკაცი სამშენებლო სამუშაოებში 2 დღის წინ ჩაერთო. იგი ერთ-ერთ მუშას სიმძიმის აწევაში ეხმარებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და გადმოვარდა.
მამაკაც ფეხის არეში დაზიანებები აქვს მიღებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240 -ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.