20 აპრილი 2024,   01:51
ვრცლად
რაჭაში დაკარგული 23 წლის მამაკაცის ძებნა დილიდან განახლდება - სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი მონაწილეობს

რაჭაში დაკარგული 23 წლის მამაკაცის ძებნა დღეს დილიდან ისევ განახლდება. მას თითქმის ათ დღეზე მეტია უშედეგოდ ეძებენ.

სამაშველო ჯგუფთან ერთად სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. ძებნას ართულებს ურთულესი რელიეფი.

ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ ურავიდან, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 22 მაისს გავიდა და ტყის მასივისკენ გაემართა. მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.

დღის ამბები