17 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
ქუთაისში, მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.  52 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებით გადაიყვანეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ერთ-ერთი ვერსიით, იგი სხვა მუშას ტვირთის გადატანაში ეხმარებოდა, ფეხი დაუცდა და მეორე სართულიდან გადმოვარდა. 

მომხდარზე გამოძიება სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.



დღის ამბები