17 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
თუ იკითხავს რატომ გადმოვედი ორბელიანის სასახლეში, მიდით და ნახეთ თუ არ უნდა იყოს პრეზიდენტის უბანი - პრეზიდენტი ორბელიანის მოედნის გახსნას დაესწრო 

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები ორი წელი მიმდინარეობდა. მოედნის გარდა რეაბილიტირებულია მიმდებარე ქუჩებიც.

სრულად შეიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო სადრენაჟო სისტემა, განახლდა სანიაღვრე ქსელები, ასევე წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემები.

ისტორიულ არეალში არსებულ 20 შენობას კი რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ორბელიანის მოედნის გახსნას თბილისის მერი, პრეზიდენტი, პრემიერი და ხელისუფლების სხვა წევრებიც დაესწრნენ.

"ის რაც გაკეთდა, არის ზუსტად ისეთი, როგორსაც ჩვენ ყველანი ოცნებებში დავინახავდით თბილისს და მე მინდა ვთქვა, რომ ყოველდღიურად ვუყურებდი აქ რა ხდებოდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ გადმოვედი ორბელიანის სასახლეში და დღეს ვინმე თუ იკითხავს რატომ გადმოვედი ორბელიანის სასახლეში, მიდით და ნახეთ ეს უბანი როგორია და თუ არ უნდა იყოს პრეზიდენტის უბანი და თქვენი უბანი. იმიტომ, რომ ეს არ არის, ეს არის მართლა თბილისელების უბანი,"-განაცხადა პრეზიდენტმა. 

დღის ამბები