პროექტი "წარმატებული ქალი პოდიუმზე" 10 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ლიკა ყაზბეგმა სამი პროექტი გააერთიანა და მოძრაობის თეატრში ჩვენება გამართა. პოდიუმზე ყველა ის ადამიანი გამოვიდა, ვისაც ამ 10 წლის განმავლობაში პროექტში მონაწილეობა ერთხელ მაინც მიუღია.
„ჩვენება თავიდან იყო ექსპერიმენტალური. გადავწყვიტე, რომ თაობა შემეცვალა პოდიუმზე და ვიფიქრე, რომ მოდელებს თუ ჩაანაცვლებდნენ ეს ქალბატონები, სხვადასხვა პროფესიაში წარმატებული ქალბატონები, იქნებოდა საინტერესო საზოგადოებისთვის. არ ვფიქრობდი, რომ ამდენი წელი გაგრძელდებოდა და გახდებოდა ასეთი პოპულარული, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე მოხდა, 10 წელი შეგვისრულდა,“ - განაცხადა ლიკა ყაზბეგმა.