17 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
გაძვირებული საწვავი, სურსათი, გაუფასურებული ლარი - ექსპერტები მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებაზე საუბრობენ 

ინფლაცია ბოლო 17 თვის მაქსიმუმზეა, ივნისის თვის მონაცემებით სამომხმარებლო ფასებმა 4.7%-ით მოიმატა. პროდუქტი ყოველდღიურად ძვირდება, მოსახლეობა კი ყოველდღიურად ღარიბდება. სპეციალისტები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს,რ ომ ყველაზე მეტად ფასები პირველადი მომხმარების პროდუქტზე გაიზარდა, რამაც გაჭირვებული ოჯახები კიდევ უფრო მეტად დააზარალა.  

„ფასები  მომატებულია სურსათზეც. მაგალითად კარტოფილი დაახლოებით 66% -ით არის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილი. გაზრდილია ფასი პურზე, ხორცზე და სურსათზე. ანუ პირველადი მოხმარების პროდუქციაზე, რასაც ყველაზე გაჭირვებული ადამიანები იყენებენ. შესაბამისად, ამ პროდუქციაზე ფასის ზრდა გაცილებით უფრო მტკივნეულად აღიქმება ვიდრე ინფლაციის საერთო დონე რომ არ არის ვთქვათ 5 %-ზე მეტი სიტყვაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უკვე ეს სიგნალი მიიღოს როგორც მთავრობამ, ასევე ეროვნულმა ბანკმა და თუ საჭირო იქნება გადადგან შესაბამისი ნაბიჯები,“-განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ისტორიულ მაქსიმუმზეა საწვავის ფასიც. ერთი ლიტრი ბენზინის ღირებულება თითქმის 3 ლარს აღწევს. სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ დრომდე სანამ ეროვნული ვალუტა არ დასტაბილურდება რთულია პროგნოზის გაკეთება.

„ფასების ასე ვთქვათ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, რომელიც ისტორიულად და რეკორდულად ბოლო პერიოდში ჩვენ ქვეყანაში ფიქსირდებოდა, ეს იყო 2018 წლის ოქტომბერი-ნოემბერი, როდესაც რეგულარის ტიპის საწვავის ყველაზე მარალი ფასი იყო 2.56 ლარი. არსებობს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, შესაბამისად აქ თუ სტაბილურობა არ იქნება შენარჩუნებული, რა თქმა რთული იქნება თვითონა ადგილობრივ ბაზარზეც რაღაც პოზიტიური პროგნოზის გაკეთება,“-განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.

მთავრობის წარმოებულ ეკონომიკურ პოლიტიკას სულელურს უწოდებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი. მისი თქმით ყველა ის ნაბიჯი რასაც მთავრობა დგამს, ქვეყანას აღარიბებს.

„ფუნდამენტურ ცვლილებას ეკონომიკურ პოლიტიკაში თუ ეროვნული ბანკის პოლიტიკაში მე ვერ ვხედავ. მუდმივი მიდრეკილება არის რაღაც გამკაცრებისკენ, რეგულაციების აწევისკენ, გადასახადების აწევისკენ, სახელმწიფოს ჩარევებისკენ. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს რაღაც განათლებაში ვითომ ახლა ინვესტიციები. გვეუბნებიან რაც თავისთავად კატასტროფა იქნება. აი ეს ყველაფერი იწვევს იმას რომ არათანმიმდევრული და პირდაპირ ვიტყოდი სულელური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს,“-განაცხადა ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა

დღის ამბები