17 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
რეკორდულად გაზრდილი ფასები პროდუქტებზე - ინფლაციამ პიკს მიაღწია  

საქსტატის კვლევებით, ოფიციალურად დადგინდა, რომ ბოლო 18 თვის განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელი პიკზეა. მხოლოდ მაისში ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები 33 პროცენტით, თევზეულზე 13%-ით, პურპროდუქტებზე 11 პროცენტით, ხორცპროდუქტებზე კი 7.2 პროცენტით გაიზარდა. ადამიანები უკვე საარსებო მინიმუმის შეძენას აგრარულ ბაზრებშიც ვეღარ ახერხებენ.

ფასების ზრდას ხელს უწყობს გაძვირებული ბენზინიც. საწვავის ფასმა წლის რეკორდი მოხსნა. ნავთობპროდუქტები ბოლო ორი თვის განმავლობაში 20-25 თეთრით გაძვირდა, იმპორტიორები ამბობენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე პლაცის ფასი სტაბილურდება, თუმცა ლარის გაუფასურების პირობებში პოზიტიური პროგნოზი არ უნდა გვქონდეს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მომდევნო თვეებში კიდევ გაიზრდება, რადგან საქსტატის მონაცემებში ჯერ არ არის ასახული ლარის გაუფასურების ბოლო შედეგი.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ კვლევა ეკონომიკური გუნდისთვის სიგნალი  უნდა იყოს, რომ საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა ფასების ზრდა, ლარის გაუფასურება და ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი საგანგაშოდ არ ეჩვენება ფინანსთა მინისტრის მოადგილეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები