17 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
​მგალობლიშვილის ქუჩა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მეორედ დაიტბორა

​მგალობლიშვილის ქუჩა ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ დაიტბორა. მიზეზი ისევ წყლის მილის დაზიანებაა. ადგილზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა.

როგორც GWP-ში აცხადებენ, ამ დროისთვის გადაკეტილია ურდულები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაობი უხარისხოდ ჩატარდა, რის გამოც წინა დაზიანების ადგილზე მილი ისევ დაზიანდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ აუცილებელია ადგილზე სამუშაოების დაწყებამდე სპეციალისტებმა დაადგინონ რა გახდა მილის მეორედ დაზიანების მიზეზი. 

"მგალობლიშვილის ქუჩაზე დაზიანებული მილიდან წყლის დინების შესაჩერებლად უკვე დაიკეტა ურდულები. როგორც კი ქსელი წყლისგან დაიცლება, მაქსიმალურად ოპერატიულად დავიწყებთ ტექნიკურ სამუშაოებს მიზეზების დასადგენად და დაზიანების აღმოსაფხვრელად. სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება წყალმომარაგების შეზღუდვას ამ ეტაპზე წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, შარტავას, საირმის და მიმდებარე ქუჩებს,"-აღნიშნულია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დაზიანებული მილის შეკეთება, GWP-მ გუშინ დაასრულა.

დღის ამბები