17 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ახმეტაში საკრებულოს სხდომა პარალიზებულია - ქვემო ალვანელები მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ

ახმეტაში საკრებულოს სხდომა პარალიზებულია. პროცესის ჩაშლა ადგილზე სოფელ ქვემო ალვანის მოსახლეობის მისვლამ გამოიწვია. ადგილობრივები, რომლებიც, თითქმის, ერთი თვეა, თუშეთის გზის გახსნას ითხოვენ, მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლება შექმნილი პრობლემით არ ინტერესდება და მათ მოთხოვნას, რომ თუშეთის 56-ე კილომეტრზე გზაზე გადმოსული ტბა, ნაწილობრივ, დაიცალოს, არ ითვალისწინებს.

მათივე თქმით, ამის გამო ტურისტული სეზონი, თითქმის, ჩავარდნილია და საქონლის გადაყვანა სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში უწევთ.

საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით კი, თუშეთში საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლობა იმყოფება, რის შემდეგაც გადაწყდება, რა სახის სამუშაო უნდა ჩატარდეს ადგილზე.

ქვემო ალვანის მაცხოვრებლებმა იგივე მოთხოვნით საპროტესტო აქცია გუშინაც გამართეს  და პრობლემის მოსაგვარებლად გუბერნატორის მოადგილეს სამდღიანი ვადა მისცეს.

დღის ამბები