17 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
ხანძარმა იმერეთში ორსართულიანი სახლი მთლიანად გაანადგურა

ხანძარმა იმერეთში ორსართულიანი სახლი მთლიანად გაანადგურა. ცეცხლი ტყიბულის რაიონის სოფელ ზედუბანში ერთ-ერთი მოსახლის სახლს გაუჩნდა. ამ დროს შენობაში 60 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. ისინი არ დაშავებულან. ცეცხლის ჩაქრობას 5 სახანძრო ეკიპაჟი ცდილობდა. რამ გამოიწვია ხანძარი, მომხდარის მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

დღის ამბები