17 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
კომპანია "ავიატორის" დირექტორი ყვება, რა მარშრუტი უნდა გაევლო ვერტმფრენის ჩამოვარდნამდე

კომპანია "ავიატორის" დირექტორისთვის უცნობია, რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი. მისი თქმით, ვერტმფრენს ტექნიკური შემოწმება სისტემატურად უტარდებოდა. დირექტორის განცხადებით, ვერტმფრენმა ბოლო შემოწმება 22 მაისს გაიარა და ის ტექნიკურად გამართული იყო.  

გიორგი მოლოდინაშვილის თქმით, ვერტმფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ვერტმფრენში სამი ადამიანი იჯდა, პილოტი, კომპანია "ავიატორის" თანამშრომელი და ასევე სასტუმრო "რუმსის" თანამშრომელი. 

„ვერტმფრენს მუდმივად უტარდება ტექნიკური მომსახურება, მას ბოლო გეგმიური ტექნიკური მომსახურება ჩაუტარდა 22 მაისს. პილოტს მართავდა მაღალი კლასის პილოტის ილიკო ბაიდაშვილი, რომელიც აღნიშნულ ვერტმფრენზე ტრენინგს და სწავლებას აშშ-ში მწარმოებლის ტექნიკურ და სასწავლო ცენტრში გადიოდა. ჩვენთვისაც უცნობია, რამ გამოიწვია ეს შემთხვევა. ამას, ალბათ, პასუხი გამოძიების შედეგად გაეცემა, რომელიც უკვე დაწყებულია... ვერტმფრენი აფრინდა ანგარიდან, სადაც იგი იყო ბაზირებული და მიფრინავდა სასტუმრო რუმსის მიმართულებით. ვერტმფრენში იჯდა ავიაკომპანიის თანამშრომელი, პილოტი, ერთი ავიაკომპანიის თანამშრომელი, ერთი სასტუმრო რუმსის თანამშრომელი, რომელიც ახდენდა ამ ვერტმფრენის და ავიარეისებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი სტუმრებისთვის. იგი ეცნობოდა ვერტმფრენს, მის სპეციფიკას, ოპერირებას და ამ პროცესში გარკვეულწილად იყო ჩართული და ამიტომ იყო ჩართული. ეს იყო გადმოფრენა ბაზიდან სასტუმრო რუმსის მიმართულებით," - განაცხადა კომპანიის დირექტორმა, გიორგი მოლოდინაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა ყაზბეგში, დაახლოებით, 2 საათის წინ მოხდა. კომპანია "ავიატორ პლიუსის" კუთვნილი ვერტმფრენი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

 

 

 

დღის ამბები