ვეტერანთა კავშირის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი მის დაკითხვას მოითხოვს. შესაბამისი განცხადებით შიხიაშვილმა გენერალურ პროკურატურას დღეს მიმართა. საქმე ეხება მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, რომელიც ქრთამის აღებას და კორუფციას ეხება.
შიხიაშვილის მისამართით ხშირად კეთდება განცხადებები ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ აღებულ ქრთამზე. ვეტერანთა კავშირის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშნული ბრალდებები საფუძველს მოკლებულია და მხოლოდ მის დისკრედიტაციას ემსახურება.
„თითქოს და ვიღაც პიროვნება საუბრობს იმაზე, რომ მე მან გადმომცა ქრთამი და მას ტენდერში გავამარჯვებინე. ჩემი მერკანტილური მიზნების გამო თითქოს ატკატებს ვთხოვდი და ა.შ. კატეგორიულად ვაცხადებ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს არის ცილისწამება, ეს არის ტყუილი. ამის გამო, მე ვენდობი ჩვენს პროკურატურას, ჩვენს საგამოძიებო ორგანოებს და მოვედი და განვაცხადე, რომ მე მზად ვარ, რომ დამთავრდეს ეს ვარხანალია, ეს ცილისმწამებლური კამპანია, ეს ტალახის სროლა ერთხელ და სამუდამოდ,“- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.