17 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
მტრედები, თავისუფლების სიმბოლოდ - მიხეილ კალანდიასთვის პატიმრობის შეფადრების შემდეგ, მისმა ოჯახმა სასამართლოს ეზოში მტრედები გაუშვა

მტრედები, თავისუფლების სიმბოლოდ - საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრებმა სასამართლოს ეზოში მტრედები გაუშვეს. მათი თქმით, ეს ერთგვარი პერფომანსია, რომელიც მიხეილ კალანდიასთვის პატიმრობის შეფარდებას მიეძღვნა. ბრალდებულის ოჯახი თვლის, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს და მიხეილ კალანდიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა დღის წესრიგში არ უნდა დამდგარიყო.

„ჩვენ ბრალდებას არ ვეთანხმებით. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მტკიცებულებები იგივე არის, რაც აქამდე იყო. არასაკმარისი მისი დაკავებისთვის,“-განაცხადა მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება არც ბრალდებულის მამა. თენგიზ კალანდია ამბობს, რომ ის ბრძოლას გააგრძელებს და გამოიყენებს ყველა კანონიერი გზას რაც კი არსებობს.

მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა ედება ბრალად.  ბრალდებული თავს დამნასავედ არ სცნობს. 

წინა სასამართლო სხდომა 11 ივლისს გაიმართება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები