07 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
ლილოში ე.წ. ჩინელების დასახლებაში ხანძარი გაჩნდა

ლილოში ე.წ. ჩინელების დასახლებაში ჭირნახულის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი ე.წ ჩინელების ბაზარში გაჩნდა.

ამ დროისთვის ადგილზე 14 სახანძრო და ორი სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული არ არის.

დღის ამბები