17 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
არა მარტო სუს-ის და პოლიციის მაღალჩინოსნები, არამედ არაფორმალური მმართველის გარემოცვა არის გარეული - „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორი ხანძრის განზრახ გაჩენაზე საუბრობს 

"ჩაინა ლილო სითის" დირექტორის სკანდალური განცხადება და ბრალდებები ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მისამართით. ზვიად ქირია ლილოს დასახლებაში მდებარე ბაზრობაზე ხანძრის განზრახ გაჩენასა და მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. იგი არ გამორიცხავს, რომ ხანძრის გაჩენა მაღალჩნოსნების პროვოცირებული იყო.

"ჩაინა ლილო სითის" დირექტორის მტკიცებით, მასზე ზეწოლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უჩა მამაცაშვილის დავალებით ახორციელებდა. ზვიად ქირია ბაზრობის მფლობელების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც საუბრობს.

"ჩემზე ზეწოლაა, რაღაც ქონება იყო, წამართვა სუს-მა. სუს-ის ოფიცრებმა, რომლებიც თავსაც კი დამესხნენ, არა მარტო მაღალჩინოსნები პოლიციის, სუს-ის არიან ამ საქმეში გარეული, არამედ არაფორმალური მმართველის უახლოესი გარემოცვის წევრები. 

"პროკურატურაში მაქვს უკვე ნათქვამი რას ითხოვდნენ უჩა მამაცაშვილის სახელით. ამის შესახებ მაქვს ნათქვამი სუს-ში. სხვათა შორის სუს-თან რომ მოვდივართ მე და ჩემი მეუღლე არ გვიშვებენ შიგნით. თუ ცილს ვწამებ ვინმეს, მე უნდა დამაპატიმრონ, თუ არადა უნდა მომისმინონ და შესაბამისი რეაგირება უნდა გააკეთონ. მაგრამ არაფერი, ძაან ვულგარულად ვიტყვი - ფულს ჭამენ. თეთრზე შავი ის არის, რომ სისხლის სამართლის მასალები დამალა ფინანსურმა პოლიციამ და ეს იცის პროკურატურამ. აუდიო, ვიდეო ჩანაწერები არსებობს, ასეთი მტკიცებულებები არსებობს და ეს მტკიცებულებები არ არის სასამართლოზე მიტანილი.

„პროკურორს რომ ვეკითხები ხმა ამოიღე მეთქი, ხმას არ იღებს. ერთ-ერთი პროკურორი ჩემი მეუღლის მიერ იქნა გალახული პროკურატურის შენობაში, თბილისის მთავარი პროკურორი კაპანაძე რომ არის იმის ძმა, რეაგირება რა იყო იცით? ჩახსნეს ეს პროკურორი და დანიშნეს მეორე. რა მნიშვნელობა აქვს კაპანაძეა, სადრაძეა თუ ჩიკიბერია, ყველა უტიფრობს. ზეწოლასთან დაკავშრებით, ქალბატონ ლაურაზე რომ არის, ამას მეტროშიც კი გაიგებთ. ყველამ იცის ეს. მასზე რომ არის და მის შვილებზე და მასზე რომ არის ზეწოლა, არაფერი არ არის დასამალი,"-აცხადებს ზვიად ქირია. 

 

დღის ამბები