ორი არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც სამართალდამცველები ბორჯომში, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გვიან ღამით იპოვეს. ისინი ზესტაფონში იმყოფებოდნენ. ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის მეცხრე კლასელები გუშინ დილით სახლიდან გავიდნენ და მას შემდეგ არავის უნახავს. ისინი არც სკოლაში მისულან.
გოგოების მობილური ტელეფონები და ერთ-ერთი მაისური, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ლიმონათის მიტოვებულ საამქროში აღმოაჩინეს. მათი ადგილსამყოფელის დასადგენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.