17 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
ვითარება დავით გარეჯში - საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ივნისის ბოლოს გაიმართება

დავით გარეჯის საკითხზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა ივნისის ბოლოს, თბილისში გაიმართება. ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან საკითხის განხილვა ემოციების გარეშე, საქმიან ვითარებაში მოხდეს. მისი თქმით, იქნება იმ დეტალებზე მსჯელობა, რომელიც ჯერ კიდევ შესათანხმებელია.

„თბილისში უნდა გაიმართოს ივნისის ბოლოს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ბაქოში, პირველი შეხვედრისას იქნა მიღწეული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქმიან ვითარებაში, ყოველგვარი ემოციების გარეშე ვისაუბროთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ყველა იმ დეტალზე, რომელიც აუცილებელია, რომ შეთანხმდეს,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები