ლილოში, დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეები იკრიბებიან. მათ ხანძარს გადარჩენილი პროდუქცია საწყობებში გადააქვთ. დაზარალებულებს პროდუქცია დაზღვეული ჰქონდათ და შესაბამისად მათ ზარალიც აუნაზღაურდებათ.
"ლილო სიტის" ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც, სამართალდამცველები პერიმეტრს აკონტროლებენ. ადგილზე რჩებიან ექსპერტკრიმინალისტებიც. რა გახდა ხანძრის მიზეზი უცნობია.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ დიდ ნაწილს მაღაზიები დაზღვეული ჰქონდა. ისინი ამბობენ, რომ ხანძრის შედეგად დიდი ზარალი არ მიუღიათ.
სავარაუდოდ პირველადი მონაცემები ზარალთან დაკავშირებით დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.
„ჩაინა ლილო სითიში“ ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. დამწვარია 1000 კვმ-ზე მეტი ფართობი.
ავტორი: რუსუდან ჯაბანაშვილი