" ლილო სითიში" გაჩენილმა ცეცხლმა ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობი და ათობით მაღაზია გაანადგურა. ცეცხლის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში 90-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობდა. ბაზრობაზე ვითარებაც რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მოვაჭრეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც დაზარალებულები ცეცხლმოკიდებული მაღაზიებიდან პროდუქციის გამოტანას შეეცადნენ.
ბაზრის დირექტორი ზვიად ქირია ცეცხლის განზრახ გაჩენასა და მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. იგი არ გამორიცხავს, რომ ხანძარი მაღალჩინოსნების პროვოცირებული იყო. “ჩაინა ლილო სითის” დირექტორის მტკიცებით, მასზე ზეწოლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უჩა მამაცაშვილის დავალებით ახორციელებდა. ზვიად ქირია ბაზრობის მფლობელების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც საუბრობს.
ზეწოლაზე საუბრისგან თავს იკავებენ ბაზრობის მფლობელები. მათთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი რეალური მიზეზი. მფლობელების თქმით, უსაფრთხოების ნორმები ტერიტორიაზე სრულად იყო დაცული. ისინი გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.