17 ნოემბერი 2024,   20:13
ვრცლად
სახელმწიფო ინსპექტორის კონკურსი დებულების დარღვევების ფონზე ჩატარდა - საიას და ომბუდსმენს კომისიასთან კითხვები აქვს

სახელმწიფო ინსპექტორის კონკურსი დებულების დარღვევების ფონზე ჩატარდა - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელ სულხან სალაძეს ეჭვი აქვს, რომ ვინ უნდ გახდეს ინსპექტორი წინასწარ გადაწყვეტილია. მისი აზრით, კონკურსი მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა. მისი თქმით, ინსპექტორის ასეთი მეთოდებით შერჩევა ამ ინსტიტუტს დიდ ზიანს აყენებს. 

სულხან სალაძე-ის სურათის შედეგი

"მსგავსი ტიპის დამოკიდებულება აჩენს საფუძვლიან ვარაუდს, რომ კომისია თავად გასაუბრებას ფორმალურად მიუდგა, ვინაიდან თუ ის მხოლოდ ერთ კანდიდატს მოიწვევდა, ეს უკვე ნიშნავდა, რომ ხელახლა უნდა გამოცხადებულიყო ახალი კონკურსი და ამ დანარჩენი კანდიდატების მოწვევით მათ ფორმალურად შეავსეს ის კრიტერიუმი, რომელსაც ერქვა პრემიერისთვის მინიმუმ ორი კანდიდატის წარდგენის ვალდებულება. დღეს, რადგან უკვე წარდგენილია პარლამენტში ორი კანდიდატი უკვე პარლამენტის პრეროგატივაა, რომ მან მხარი არ დაუჭიროს ამ ორიდან თუნდაც რომელიმე კანდიდატს.

ჩვენ ვამბობთ, რომ არც ერთს არ უნდა დაუჭიროს, არა იმიტომ, რომ რომელიმე მათგანი კარგია, ან ცუდია, უბრალოდ იმიტომ, რომ მათი შერჩევა მოხდა დებულების დარღვევით. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დებულების დარღვევაზე და ვიწყებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს ახალი უფლებამოსილებით, რომლებიც ინსპექტორის უფლებამოსილებას წარმოადგენს, ის დაიწყებს დებულებით შერჩეული ინსპექტორი, ცხადია, ეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ამ ინსტიტუტს და უკვე მიადგა ამ ინსტიტუტს ზიანი,“- განაცხადა სულხან სალაძემ.

კონკურსის წესებთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები აქვს სახალხო დამცველს. მისი თქმით, კომისიის ყველა წევრის უფლება და ინტერესები დაცული არ იყო. გარდა ამისა, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონკურსსა და კონკურსის ფარგლებში დაგეგმილ გასაუბრებას კითხვები არ გაეჩინა.

ნინო ლომჯარია-ის სურათის შედეგი

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს გასაუბრება და კონკურსი ჩატარებულიყო იმდაგვარად, რომ არანაირი კითხვა არ გაჩენილიყო პროცესის მისამართით. ჩვენ მხარს ვუჭერდით გამჭვირვალე და სწორ პროცესს, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობდა კომისიის უმრავლესობასა და ჩემს წარმომადგენელს შორის პოზიციების განსხვავება.

გარდა ამისა, საბოლოო შეხვედრა შეთანხმდა და დაიგეგმა იმდაგვარად, რომ ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემი წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა თანხმობა გაცხადებული, რომ შეძლებდა იმ კონკრეტულ დროს მისვლას, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პირიქით, კომისიამ უგულებელყო ამ შემთხვევაში კომისიის ყველა წევრის ინტერესი, რომ სრულად ყოფილიყვნენ ჩართული პროცესში,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები