17 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
აქცია ტელეკომპანია "იმედთან" - სააქციო საზოგადოება ”მაუდის” ყოფილმა აქციონერებმა კარავი გაშალეს

აქცია ტელეკომპანია "იმედთან" - სააქციო საზოგადოება ”მაუდის” ყოფილმა აქციონერებმა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, ტელეკომპანია “იმედის” შესასვლელთან სირცხვილის კორიდორი გააკეთეს.

დაზარალებულები ამბობენ, რომ ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე, რომელიც „მაუდის“ ქარხნის ყოფილი მეპატრონეცაა, მათ დასაქმებას და კუთვნილი აქციების დივიდენდების სანაცვლოდ, კომპენსაციის გადახდას დაჰპირდა.  თუმცა მათი თქმით, ამ დრომდე მათ არავინ გამოხმაურებია.

აქციონერებმა პერმანენტული აქციები დაიწყეს და ტელეკომპანია „იმედის“ წინ კარავიც გაშალეს. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ირაკლი რუხაძეს პირადად ბიძინა ივანიშვილი მფარველობს და ამიტომ აქციების მოწყობას ივანიშვილის სასახლესთანაც გეგმავენ.

დღის ამბები