დამანგრეველი სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ, ჭუბერის მოსახლეობა ისევ საფრთხეშია. ადგილობრივების ნაწილმა ბავშები და მოხუცები უკვე გახიზნა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ ჯებირები გაარღვია და ხიდები წაიღო. წყლის მძლავრმა ნაკადმა, რომელსაც თან მიწის მასა და ხეები მოაქვს, გზები და სახლები დატბორა. ნგრევის ზღვარზეა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები ხელისუფლებას მოსალოდნელი კატასტოფის შესახებ აფრთხილებდნენ, მთავრობამ არ იზრუნა მდინაის კალაპოტის გაწმენდაზე, რამაც ხელოვნური კუნძულები და წყლის დაგუბება გამოიწვია. წყლის დიდ მასას ვერ გაუძლო და განადგურებულია ნაპირსამაგრი ჯებირები, რაშიც შარშან 18 მილიონი დაიხარჯა. სვანეთში ახლა უკვე მძიმე ტექნიკაა შეყვანილი.
კრიტიკულად ადიდებულმა ნენსკრამ სვანეთში მოსახლეობას შარშანაც დიდი პრობელემები შეუქმნა. მდინარე კალაპოტიდან გადავიდა და ირგვლიც ყველაფერი დააზიანა. შარშან მთიდან ყინულის ნაწილიც დაიძრა და ნენსკარაში ჩავარდა, რამაც წყლის დაგუბებისა და ღვარცოფის საფრთხე შექმნა.
ავტორი: ემა გოგოხია.