17 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
მძიმე ვითარება ჭუბერში - ადიდებულ ნენსკრას კალაპოტთან მძიმე ტექნიკაა შეყვანილი

მძიმე ვითარებაა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში - ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ გზები და ხიდები წაიღო. ადგილზე შეყვანილია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს კალაპოტის გაფართოება, რის შემდეგაც მისი გაწმენდა უნდა დაიწყოს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ნაპირსამაგრებს მდინარემ ძირი გამოურეცხა და რამდენიმე ადგილას გაარღვია, მდინარის კალაპოტი შარშანდელი სტიქიის დროს ჩამონაშალი კლდის ნარჩენებისგან კი ამ დრომდე გაწმენდილი არ არის, რაც უხვი ნალექის შემთხევაში კალაპოტის ჩახერგვის და დატბორვის საფრთხეს ქმნის.

ადიდებულმა მდინარემ გუშინ ჭუბერში პაპალარასდევრულას და ტიტას ხიდები წაიღო, გარე სამყაროს მოწყვეტილია სამი სოფელი, ხეობაში ჩარჩნენ ასევე ”ნენსკრა ჰესის” თანამშრომლებიც.  

„უამრავი კოლოსალური ნაშალია ჩამოტანილი, რისგანაც ხდება გაწმენდა და სადაც გარღვეული იყო ნაპირები, იმათი მოწყობა. რომ არა შარშან სტიქიის შემდეგ გაწეული სამუშაოები, რომ არა კალაპოტის გაფართოება, გაწმენდა და ნაპირის მოწყობა, წლევანდელი წყალუხვობა შარშანდელთან შედარებით შეიძლება ვთქვათ თამამად, რომ უფრო მეტი იყო და აქ იქნებოდა ძალიან ცუდი შედეგები,“ - აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნინო ვიბლიანი. 

კრიტიკულად ადიდებულმა ნენსკრამ სვანეთში მოსახლეობას შარშანაც დიდი პრობელემები შეუქმნა. მდინარე კალაპოტიდან გადავიდა და ირგვლიც ყველაფერი დააზიანა. შარშან მთიდან ყინულის ნაწილიც დაიძრა და ნენსკარაში ჩავარდა, რამაც წყლის დაგუბებისა და ღვარცოფის საფრთხე შექმნა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები