ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის "ბელ 505-ის" კატასტროფის საქმეზე გამოძიებამ ის ტაქსის მძღოლი გამოკითხა, რომელმაც ვერტმფრენის აფრენამდე ის სამი ადამიანი „ყაზბეგი რუმსიდან“ ანგარში გადაიყვანა, ვინც ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.
თამაზ წიკლაური ის ადამიანია, ვინც ტრაგედიის დროს დაღუპულები უკანასკნელად ნახა. ტაქსის მძღოლის განცხადებით, მან გაიგო, თუ როგორ სთხოვა სასტუმროს თანამშრომელმა თორნიკე ოსიაშვილმა პილოტს - ილიკო ბაიდაშვილს, რომ ანგარიდან "ყაზბეგი რუმსში" გადაეყვანა. მომხდარი ტრაგედიის შესახებ ტაქსის მძღოლს სხვა ინფორმაცია არ გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ ვერტმფრენი 6 ივნისს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.