17 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
ვაშინგტონში გამართული საერთაშორისო კოსმოსური განვითარების კონფერენცია "ჩაკრულოთი" დასრულდა

ვაშინგტონში გამართული საერთაშორისო კოსმოსური განვითარების კონფერენცია ბავშვთა ანსამბლ "ჩაკრულოს" მიერ შესრულებული ქართული სიმღერებით დასრულდა.

კონცერტის მთავარი სიმღერა "ჩაკრულო" იყო, რომელიც ერთ-ერთია, ნასას "ვოიაჟერის" მიერ 40 წლის წინ კოსმოსში გაგზავნილ დედამიწის შესახებ ოქროს ფირფიტაზე ჩაწერილ ხმოვან სიგნალებს შორის.

ქართული ანსამბლი ვაშინგტონში "ნასას" კონფერენციაზე დასასწრებად და კონცერტის ჩასატარებლად ამერიკულმა მხარემ მიიწვია. მომავალ წელს თბილისში ასტროფიზიკის და კოსმოსური თემების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის მოწყობა იგეგმება. 

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ კულტურული კუთხით გაიცნოს საქართველო "ნასამ", არამედ ჩვენ გადავიდეთ შემდგომ ეტაპებზე თანამშრომლობის. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფარგლებში ათეულობით ბავშვი, წარმატებული მოსწავლე უკვე სტუმრობდნენ "ნასას", მაგრამ ჩვენთვის არის არსებითად მნიშვნელოვანი, რომ გავხსნათ გზები როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. 2020 წლის ზაფხულში საქართველო უმასპინძლებს პირველ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება ასტროფიზიკის და კოსმოსური კვლევების თემატიკას,“ - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

 

დღის ამბები