2 ათას 245 აბონენტს ჩართული აქვს თვითნებურად გაზის მიწოდება - "ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, გაზგამანაწილებელმა კომპანიამ იმ მომხმარებლების გადამოწმება დაიწყო, რომლებსაც ბოლო 3 თვეში დარღვევით დამონტაჟებული დანადგარების გამო, გაზის მიწოდება განმეორებით შეუწყდათ.
3 ათას 545 აბონენტიდან 2 ათას 256-მა უკვე მესამედ თვითნებურად კუსტარულად ჩართო საშიში და აკრძალული გაზის დანადგარები, ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები და გაზის გამათბობლები.
კომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, გაზის მიწოდების თვითნებურად აღდგენისგან თავი შეიკავონ.
„3 ათას 500 აბონენტი გავთიშეთ პირველი მარტის შემდეგ და ჩვენს მიერ შემუშავებული სპეციალური მექანიზმის გამოყენებით, აღმოჩნდა, რომ 2 ათას 245 აბონენტს ჩართული აქვს თვითნებურად გაზის მიწოდება. მათ უწყდებათ ისევ გაზის მიწოდება ან ხდება დანადგარის დემონტაჟი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ აღადგინონ გაზის მიწოდება თვითნებურად,“ - განაცხადა „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელმა.