17 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
"ნაგავზე ვეძებ ჟანგიან რკინას, რომ ჩავაბარო, ავიღო 2 ლარი და ბავშვებს პური ვუყიდო" - საპროტესტო აქცია გლდანში

გლდანში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ”თბილსერვისის” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მათ კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ნარჩენების სპეციალურ ტერიტორიაზე ჯართის შეგროვება აეკრძალათ. 

აქციის მონაწილეების თქმით, ნაგავსაყრელი წლებია, მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

მოქალაქეებს კომპანიის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯართის შეგროვება უკვე რამდენიმე დღეა, კანონის ფარგლებში იკრძალება.   

„მე ვიპარავ რამეს? ნაგავზე ვეძებ ჟანგიან რკინას, ვიღაცამ გადააგდო, გადმოაგდო და ის ავიღე, ჟანგიანი რკინა და და წავიღე, რომ ჩავაბარო, ავიღო ორი ლარი და ბავშვებს პური ვუყიდო. მოპარულია და ყაჩაღი ვარ ხომ?“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

”თბილსერვისის” გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შპს ”თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგენელმა, დავით ნიკოლეიშვილმა.

„ახლა კანონითაც, მეც დამავალეს, რომ ოფიციალურად რომ უცხო პირი არ იყოს შემოსული. ოფიციალურად, ესე არ მინახავს ბრძანება, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს, რომ ერთი-ორი კვირაა, ალბათ, რომ არავინ აღარ შემოვიდეს ტერიტორიაზე,“ - განაცხადა დავით ნიკოლეიშვილმა.

დღის ამბები