თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. კორპუსის მცხოვრებლებმა მძაფრი უსიამოვნო სუნი იგრძნეს, შემდეგ კი 112-ში დარეკეს, რის საფუძველზეც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა პოლიციის თანხმობით, საცხოვრებელი სახლის კარი გააღეს. თავდაპირველად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ბინის კარს არ უღებდნენ.
ბინაში შესვლის შემდეგ სამაშველო სამსახურებს ერთი ხანშიშესული ქალი გარდაცვლილი, ხოლო კიდევ ერთი პირი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ბინაში იმყოფება კიდევ ორი ქალი, რომელთაც ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდათ. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ქალი 10 დღის გარდაცვლილი იყო.
წერეთლის გამზირზე, სამტრედიის ქუჩაზე ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
სპეციალისტებს ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, მუშაობა სპეციალური ტანსაცმლით და აირწინაღებით უწევთ.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.