17 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
სამტრედიის ქუჩაზე სახლში ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილთან ერთად მყოფ ორ ქალს ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება 

სამტრედიის ქუჩაზე, სადაც დღეს ერთ-ერთ ბინაში პოლიციის თანამშრომლებმა გარდაცვლილი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, მასთან ერთად ბინაში კიდევ სამი ქალი იმყოფებოდა. სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორ მათგანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება, რაც შეეხება მესამე ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და  ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ხანშიშესული ქალი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

„სასწრაფო დახმარების მიერ იქნა მოყვანილი მდედრობითი სქესის, დაახლოებით, 75-80 წლის ქალბატონი, სომბოლენტურ მდგომარეობაში, რომელიც, რა თქმა უნდა, კითხვებზე არ პასუხობდა, არაადეკვატური იყო.... ამ ეტაპზე, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, იყო ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები, იმყოფება შოკის დარბაზში, ანტიშოკური ღონისძიებების საფუძველზე. გარეგანი დაზიანების რაიმე ნიშნები არ ჰქონია. გრძელდება მკურნალობა, დაკვირვება დინამიკაში,“ - აცხადებს ”გერმანული კლინიკის” ექიმი, ზვიად დევდარიანი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. კორპუსის მცხოვრებლებმა მძაფრი უსიამოვნო სუნი იგრძნეს, შემდეგ კი 112-ში დარეკეს, რის საფუძველზეც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა პოლიციის თანხმობით, საცხოვრებელი სახლის კარი გააღეს. თავდაპირველად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ბინის კარს არ უღებდნენ.   

ბინაში შესვლის შემდეგ სამაშველო სამსახურებს ერთი ხანში შესული ქალი გარდაცვლილი, ხოლო კიდევ ერთი პირი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ბინაში იმყოფება კიდევ ორი ქალი. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

დღის ამბები