ძლიერი წვიმა და სეტყვა დედაქალაქში - უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ამ დროისთვის მოქალაქეების მიერ სამაშველო სამსახურში 20-მდე შეტყობინებაა შესული.
შეტყობინებების ძირითადი ნაწილი ხეების დაზიანებასა და ტოტების ჩამოვარდნას ეხება. მომატებულია წყლის დონე საავტომობილო გზებზეც.