17 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
დესანტი საჩხერიდან - #9 უბანზე ამომრჩეველს "ოცნების" საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აკონტროლებს

მთაწმინდის #9-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის გადაადგილებას „ქართული ოცნების“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ივანიშვილი აკონტროლებს. ის საარჩევნო უბანთან მიკროავტობუსით იმყოფება, სადაც მმართველი პარტიის სხვა აქტივისტებიც სხედან. ლევან ივანიშვილი არ უარყოფს, რომ თბილისში საჩხერიდან სწორედ არჩევნების მეორე ტურისთვის ჩამოვიდა.

ის ამბობს, რომ ამაში უცნაური არაფერი არ არის, რადგან ის პარტიის წევრია. მას არც ის დაუმალავს, რომ ადგილზე საარჩევნო სიებიც აქვს და ამომრჩეველს აღრიცხავს. 

„პარტიის თავმჯდომარე ვარ საჩხერეში, რამე პრობლემაა? არ შეიძლება საჩხერიდან ჩამოვიდე?... პარტიის თავმჯდომარე ვარ-მეთქი გეუბნებით. მათ შორის, საჩხერეში მაცხოვრებელი ძალიან ბევრი ადამიანია რეგისტრირებული აქ. ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება გავაკეთოთ, მოვიყვანოთ. სიებიც გვაქვს, აკრძალულია სიები?... როდესაც ჩვენმა აქტივმა, ჩვენმა აგიტატორებმა ჩამოიარეს კარდაკარი, ჩაინიშნეს ჩვენი მხარდამჭერები და ჩვენ ვუზრუნველყობთ ამ მხარდამჭერების მოყვანას საარჩევნო უბანზე“ - განაცხადა ლევან ივანაშვილმა.  

 

დღის ამბები