სოციალურად დაუცველები საქართველოდან - მცირეწლოვანი ბავშვების დედას, რომელიც მძიმე პირობებში ცხოვრობდა, მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ, სოციალური დახმარება მოუხსნეს. ნაქირავებ ბინაში, ოთხი შვილის დედა დახმარების გარეშე რამდენიმე თვე დარჩა, რადგან დემოგრაფიულ ცვლილებასთან ერთად, კომუნალური გადასახადებიც გადაამოწმეს.
დაგროვილი თანხა შემდეგ კი დაერიცხა, მაგრამ აღებულ ვალებში დაიხარჯა. რამდენიმე კვირაში, 5 თვის გაბრიელი გარდაიცვალა. გაბრიელის გარდაცვალების გამო, დედა და სამი მცირეწლოვანი ისევ დახმარების გარეშე დატოვეს.
დემოგრაფიული ცვლილების გარდა, ახალი გადამოწმებისას, სოციალურმა აგენტმა ოჯახში ბავშვების მამა შეიყვანა, რომელიც აქამდე არ ფიქსირდებოდა. ახალი დეკლარაციის საფუძველზე, ისევ იქნებიან თუ არა სოციალურად დაუცველთა სიაში რუსუდანი და ბავშვები, უცნობია.
ბავშვებზე ზრუნვა და უსაფრთხოებაა ყოველდღიური საფიქრალია პაქსაშვილების ოჯახში. ხარაგაულში, უკვე ძირგამომპალი სახლის ორ პატარა ოჯახში 6 სული ცხოვრობს.
ოჯახს სოციალური გადამოწმების მიზნით, დროებით შეუჩერდათ, ახლა გამგეობა კი დაპირდა ერთჯერად დახმარებას, თუმცა ოჯახის ხარჯებს ეს არ წვდება. უფასო სადილიდან წამოღებულ საჭმელს ბავშვებს უნაწილებენ.