17 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
14 წლის გოგონა, რომელიც მამაკაცმა ლოგინზე დააბა და ორი დღის განმავლობაში აუპატიურებდა, მოძალადეზე გაათხოვეს  

შემზარავი ისტორია, რომელიც საქართველოში მოხდა - არასრულწლოვანი, 14 წლის გოგონა, მამაკაცმა ლოგინზე დააბა და ორი დღის განმავლობაში აუპატიურებდა.

17 წლის გოგონა ძალადობის მსხვერპლი პირველად 2015 წელს გახდა. ის ყვებოდა, რომ რამდენიმე კაცმა მოიტაცა, სოფლიდან მოშორებით ფერმაში მიიყვანეს მამაკაცს, რომელიც მათ ელოდებოდა. 24 წლის მამაკაცმა გოგონას დაარტყა, საწოლზე მიაბა და 14 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირი სამჯერ იძულებით დაამყარა.

იმ დროს, გოგონა მშობლების სახლში დარჩა, მშობლებმა იჩივლეს, სასამართლო ექსპერტიზამ გაუპატიურების ფაქტი დაადასტურა და ბიოლოგიური მასალის შესწავლის შემდეგ, მოძალადის ვინაობაც დაადგინა, გოგონა დაიკითხა, თუმცა პოლიცია საქმის აღძვრას არ ჩქარობდა.

წლების განმავლობაში გოგონა თავის ოჯახთან ერთად იბრძოდა სამართლის საპოვნელად,  მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, სასამართლო პროცესები ჩაინიშნა, მაგრამ მოძალადის დაკავებას არავინ აპირებდა. 14 წლის გოგონა და მისი დედა მალევე მიხვდნენ, რომ სამართლის აღსრულება რთული იქნებოდა და დასახმარებლად "ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართეს." 

სასამართლომ ბრალდებულ ქამრან ბაირამოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, თუმცა მის დაკავებას ისევ არავინ აპირებდა. მწყემსმა მშობლებმა გოგონა ცხვარში ორ წლით გადამალეს.

ორი წლის შემდეგ, გოგონა, როდესაც საკუთარ სახლში დაბრუნდა, სკოლის ეზოდან მოძალადე ქამრან ბაირამოვმა ისევ გაიტაცა. გოგონა ისევ ძალადობის მსხვერპლი გახდა.  

დღეს, გოგონა მოძალადე მამაკაცის ცოლია და ამბობს, რომ ძალიან ბედნიერი და კმაყოფილია თავის გამტაცებელ ქმართან ერთად. 

მოძალადე მამაკაცი მხლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც ინფორმაცია ერთ-ერთ ონლაინ გამოცემაში, reginfo-ში გავრცელდა და "პოსტ სკრიპტუმმა" რეპორტაჟის მომზადება დაიწყო. 

 

 

 

დღის ამბები