17 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
გახარიას ეშინია ალბათ ჩემთან შეხვედრის-ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის. მისი თქმით, ის ერთადერთი იყო "ქართული ოცნებიდან" ვინც მას მიუსამძიმრა. ზაზა სარალიძის განცხადებით ძალიან ცუდი საქციელი იყო როდესაც მასთან აქციაზე მისულ გიორგი კვირიკაშვილს ბოთლები ესროლეს.

„ყველას გაუკვირდება მაგრამ არ შემიძლია, ბატონ კვირიკაშვილს მადლობა, რომ არ გადავუხადო. ელემენტარული იმისთვის, ერთი აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც გამოვიდა და საჯაროდ სამძიმარი მითხრა, ამასთანავე იმის გამო ვუხდი მადლობას რომ ნაბიჯი გადადგა ბატონმა კვირიკაშვილმა და ჩვენ დაგვიძახა თავისთან სალაპარაკოდ. რაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა ვერ გააკეთა,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, კვირიკაშვილსგან განსხვავებით შს მინისტრს გიორგი გახარიას ალბათ ეშინია მასთან შეხვედრის. მისი თქმით, გახარიას მხოლოდ ერთხელ შეხვდა და ეს კვირკაშვილის კაბინეტში მოხდა.  

„კვირიკაშვილს როცა შევხვდი, იქ იმყოფებოდა ბატონი თადუმაძე და ბატონი გახარია. აი ზუსტად მაშინ იყო გახარიამ თითი რომ დამიქნია მაცადე ლაპარაკიო. მე თვითო მაცადე ლაპარაკითქო. მე აქ მოვედი ადამიანურად სალაპარაკოდ, და არა იმის რომ თქვენ რომ მინისტრები ხართ და მე რომ გლეხი ვარ. თუ მომისმენთ მომისმენთ თუ არა და კარგად იყავით, არაფერი მაქვს სალაპარაკოთქო. რა ვქნა ვიგრძენი იმ ხალხიდან, რომ ზემოდან მიყურებდა. გლეხს ორი რამე აქვს გლეხი და შვილი მას თუ წაართმევ ის არ დაგინდობს. მის მერე მე არც მინახია თვალით გახარია, ალბათ ეშინია ჩემი შეხვედრის,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ

დღის ამბები