17 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
"შოთაძე რომ მართალი ყოფილიყო ამ საქმეში, კი არ გადადგებოდა" - ზაზა სარალიძე

შეეხება, ეს ძალიან კარგი რაღაც იყო - ეს განცხადება ზაზა სარალიძემ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესახებ საუბრისას გააკეთა. ზაზა სარალიძე გადაცემა „კვირის აქცენტებში“ აცხადებს, რომ კომისიამ, თავისი მუშაობის მანძილზე, საზოგადოებას დაანახა, ვის რა წვლილი დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში. 

გარდა ამისა, ზაზა სარალიძე ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ საქმეში მართალი არ ყოფილა.

„საგამოძიებო კომისიას რაც შეეხება, ეს ძალიან კარგი რაღაც იყო, ასე რომ ვთქვათ. საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, ვინ რა დააშავა ამ საქმეში. იქიდან სისტემამ რღვევა დაიწყო და სისტემამ როდის დაიწყო რღვევა თქვენ ძალიან კარგად იცით, ნიკა. თქვენი ცრემლებიც მახსოვს, თქვენი ემოციური გამოსვლაც მახსოვს პროკურატურასთან, როდესაც შოთაძე გადადგა, მაშინ დაიწყო სისტემამ რღვევა. შოთაძე რომ მართალი ყოფილიყო ამ საქმეში, კი არ გადადგებოდა. ვთანხმდებით იმაზე, რომ ბატონი შოთაძე მართალი რომ ყოფილიყო ამ საქმეში, კი არ გადადგებოდა, ადგებოდა, გამოვიდოდა, ვაჟკაცურად იტყოდა, რომ მე ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და დაჩქარებული პროცესით, ყველაფერს გააკეთებდა“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

დღის ამბები