17 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
თბილიში, ფოთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაინგრა

თბილიში, ფოთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ადგილობრივები მომხდარს ძლიერ წვიმას უკავშირებენ, თუმცა მათივე განცხადებით, ნგრევა  სახლის ახლოს მიმდინარე კორპუსის მშენებლობამაც გაამწვავა.

მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს და სრულ პასუხისმგებლობას გამგებელს აკისრებს.

დღის ამბები