ამომრჩეველზე ზეწოლა - მუქარის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით გვიანობამდე იკითხებოდნენ პოლიციის განყოფილებაში დავით იმნაძე და ბექა ბესოშვილი.
გამოძიების საფუძველი ერთ-ერთი დამკვირვებლის მიერ გადაღებული კადრები გახდა, სადაც „ქართული ოცნების“ აქტივისტი დავით იმნაძე, ამომრჩეველს სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ, არჩევანის გაკეთებას აიძულებს.
ბექა ბესოშვილი ერთ-ერთი დამკვირვებლის კითხვას აგრესიულად და მუქარით პასუხობს. დაკითხვის შემდეგ არც ერთ მათგანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პოლიციის განყოფილებასთან იმყოფებოდნენ იმნაძის ახლობლებიც. ისინი მეგობრის ქმედებას კანონდარღვევად არ მიიჩნევენ.
„ჩანაწერები, რომ ვნახეთ, კაცი გამოსული იყო უკვე, მერე ელაპარაკებოდა იმას.,“-აცხადებს იმნაძის ახლობელი.