საარჩევნო უბანთან, „ქართული ოცნების" აქტივისტის მიერ ნაცემ ახალგაზრდას დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
დაზარალებული დამკვირვებელი ანა ბარამიძე, ასევე ინციდენტის თვითმხილველები, ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოკითხეს.
საქმე ეხება მთაწმინდის მე-13 უბანზე მომხდარ შემთხვევას. ანა ბარამიძეს, „ქართული ოცნების“ აქტივისტი და რკინიგზის თანამშრომელი ანი გელოვანი ფიზიკურად გაუსწორდა.
გელოვანის გაღიზიანება დამკვირვებლების მიერ უბნის გარე პერიმეტრზე ვიდეო კამერით გადაღებამ გამოიწვია. გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.