Queen-ის სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი თბილისშია. თავად ჯგუფის წევრების რჩეული მარტელი საქართველოში პროდიუსერებთან და მეუღლესთან ერთად ჩამოფრინდა.
მუსიკოსი ხვალ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „ოქროს ტალღის“ ცერემონიაზე იმღერებს. ღონისძიება Queen-ის შემოქმედებას ეძღვნება. მანამდე კი პირველ რეპეტიციას ქალთა გუნდთან და თბილისის მერიის ვაჟთა კაპელასთან ერთად გაივლის.
„ყველა, ვისაც ვეუბნებოდი რომ საქართველოში უნდა ჩამოვსულიყავი, მირჩევდნენ ქართული სამზარეულო გამესინჯა. ასე რომ ველოდები ნამდვილად გემრიელ კერძებს და შესანიშნავი დროის გატარებას “ოქროს ტალღის” დაჯილდოვებაზე“-ამბობს მარკ მარტელი .