17 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
ბათუმის მე-10 სკოლაში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის - არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივა"

არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივა" ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, სკოლაში უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა არსებობს.

კვლევის მიხედვით, სკოლაში შშმ პირებისათვის არასათანადო გარემოა შექმნილი. არ არის შედგენილი საევაკუაციო გეგმა, ასევე ცეცხლმაქრებში არ არის სპეციალური სითხე.

კვლევის მიხედვით, კვების ობიექტებში გარედან შეტანილი ტკბილეული იყიდება. ორგანიზაცია რეკომენდაციებით განათლების სამინისტოს მიმართავს და დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს.

დღის ამბები