ლარის კურსი, ინფლაცია, საბანკო ზედამხედველობა და თიბისი ბანკის საქმე - აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა. კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე წლიური ანგარიში წარადგინა.
გვენეტაძის განცხადებით, ინფლაცია ამ დროისთვის მიზნობრივზე მაღლა ნარჩუნდება და 3%-ს შეადგენს. ამის მიზეზად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თამბაქოს აქციზის ზრდა და საწვავზე ფასების მატება დაასახელა. ამასთან ერთად მან ყურადღება იმ საკითხებზეც გაამახვილა, რაზეც მისი აზრით, გაუმჯობესება შეიმჩნევა.
„ 2018 წელს ინფლაცია მაჩვენებლის ქვევით შენარჩუნდა მთელი წლის განმავლობაში. ამავე დროს გაუმჯობესდა სხვა და სხვა საგარეო მაჩვენებლები. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა განაგრძო შემცირება, განსაკუთრებული წელი იყო რეზერვების დაგროვების თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვანია, რადგანაც როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არ არის ადექვატური იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რა ზომაც აქვს საქართველოს ეკონომიკას. დაიწყო აგრეთვე გამკლავება იმ საკითხების, რომლებიც დიდი ხნის დაგროვებული იყო, ეს ძირითადად ეხება სამომხმარებლო სესხების საკმაოდ მაღალ ზრდას,“- განაცხადა გვენეტაძემ.