17 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
სროლა ცხინვალში, ე.წ. საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს - დაჭრილია ერთი ადამიანი

ცხინვალში, ე.წ. საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს სროლის ხმა ისმოდა - დაჭრილია ერთი ადამიანი. გავრცელებული ცნობით, ერთმანეთს ე.წ. დეპუტატობის კანდიდატები დაუპირისპირდნენ, თუმცა მათი ვინაობა არ სახელდება. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გუშინ ჩატარდა და ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მმართველმა პარტიამ "ედიანაია ოსეტიამ" მოიპოვა. არჩევნებს არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა.

განცხადებები ერთდროულად გაკეთდა ბელგიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და სლოვაკეთში. სოციალურ ქსელში სლოვაკმა პარლამენტარმა მარტინ კლუსმა დაწერა, რომ დროა ევროპამ შეახსენოს რუსეთს ნაკისრი ვალდებულებები და მოხდეს საოკუპაციო ძალების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან.

დღის ამბები