ახალციხეში, ნასვამი მამაკაცი საპატრულო პოლიციის შენობაში შევარდა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა 7 ივნისს, თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა. 25 წლის ახალგაზრდა დანით იყო შეიარაღებული. აღნიშნულ ინფორმაციას sknews.ge ავრცელებს.
დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, პოლიციელების მოთხოვნის საფუძველზე, ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღი დააგდო.
დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლმ უკვე იმსჯელა. 25 წლის ახალგაზრდას 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.