17 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენელი ქალების პრობლემები - სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას მიმართავენ 

საქართველოში აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენელი ქალებისა და გოგონების წინაშე მდგარი პრობლემები - საკითხების შესახებ ადამიანის უფლებების აქტივისტებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

სამოქალაქო აქტივისტებს აინტერესებთ, რატომ არ რეაგირებს ადგილობრივი პოლიცია თუ სოციალური სამსახური სათანადოდ, სექსუალური ძალადობისა თუ შევიწროების უმძიმეს შემთხვევებზე, როდესაც საქმეში ეთნიკურად აზერბაიჯანელი ადამიანები მონაწილეობენ.

ასევე, აქტივისტები ითხოვენ პასუხებს, რატომ არის სახელმწიფოს მხრიდან იგნორირებული აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენელი ქალების წინაშე მდგარი უმძიმესი პრობლემები.  

დღის ამბები